უცხოელი სტუდენტები და ცნობილი კურსდამთავრებულები

დღეს მსუსუ-ში 800 სტუდენტი სწავლობს მაგისტრანტები, სტაჟიორები, ასპირანტები და მსმენელები 64 ქვეყნიდან , მათ შორის სამხრეთ კორეადან, იაპონიიდან, ჩინეთიდან. თურქეთიდან, იორდანიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ა.შ.შ. დან, საბერძნეთიდან ესპანეთიდან პორთუგალიიდან, ისრაელიდან და სხვა სახელმწიფოებიდან. შედარებით ახალი კონტიგენტია ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები, მათი რიცხვი 300 აღემატება.

მსუსუ-ს კურსდამთავრებულებს შორის არისნ სასომხეთის, ბელორუსიის, ბულგარეთის, ყაზახეთის, მონღოლეთის, სლოვაკიის, უკრაინის და სხვა ქვეყნების პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები.

აზერბაიჯანის კლუბი შეიქმნა ,აზერბაიჯანელი სტუდენტების ინიციატივით და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომით. ჩვენი მიზანთაგანია სტუდენტების ინფორმირება მნიშვნელოვან ამბებზე, ერთმანეთის გაცნობა, აზერბაიჯანელი სტუდენტების დახმარება და მათი პრობლემების გადაწყვეტა. ცნობილი აზერბაიჯანელებს შორის მსუსუ-ს კურსდამთავრებულია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. აზერბაიჯანში მოქმედებს მსუსუ-ს კურსდამთავრებულთა ასოციაცია.

სომხეთის საზოგადოება 2003 წლის ნოემბერში შეიქმნა იმ სტუდენტების ინიციატივით რომლებსაც სურდათ წარმოედგინათ სასოომხეთი და მისი კულტურა უნივერსიტეტის ცხოვრებაში, დღეს სომხური კლუბი ერთ ერთი დინამიურად განვითარებადი ნაციონალური კლუბია, რომელიც  თანამშრომლობს სასომხეთის საელჩოსთან  და წარმოადგენს მოედანს  სომეხი სტუდენტების დიალოგში. ცნობილი კურსდამთავრებულები არიან, სასომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ ნალბანდიანი, ისტორიკოსი სერგო მიქოიანი. ასევე მოქმედებს მსუსუ-ს კურსდამთავრებულთა ასოციაცია სასომხეთში.

ბელორუსიის სათვისტომო შეიქმნა 2008 წლის აპრილში, გიორგი პლაშინსკის. ოლგა ვორონოვიჩისა და ოლეგ შაკიროვის ინიციატივით. ჩვენი ორგანიზაცია გამოვიდა კინოფესტივალის ჩატარების ინიციატივით, რომელიც ეძღვნებოდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს, მოეწყო არტურ კლინოვის ფოტოგამოფენა,მოიწვია ფოლკ- ჯგუფი „ტესტამენტუმ ტერაე“ და მესალამურე დენის სუხოი. ცნობილ კურსდამთავრებულთა შორისაა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი მარტინოვი, ბალერი ცეპკალო- მაღალი ტექნოლოგიების პარკის ადმინისტრაციის დირექტორი.

ბულგარეთის სათვისტომო 2008 წელს შეიქმნა ვალენტინა ბოჟიჩკოვას ძალისხმევით. დასვენების დღეებში ჩვენ ხშირად ვიკრიბებით, და ვაწყობთ პიკნიკებს, ან მივდივართ ბულგარეთის საელჩოში. , რათა ვივახშმოთ რესტორანში, მოვუსმინოთ ნაციონალურ სიმღერებს და ვიცეკვოთ,  ჩვენი გოგონები და ბიჭები  ჭკვიანები, პასუსმგებლებიანი და ბეჯითები არიან, ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი  პეტერ მლადენოვი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ასევე  პრემიერმინისტრები; ანდრეი ლუკანოვი და ჯან ვიდენოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიუბენ გოცევი და ბოიკო დიმიტროვი. ბულგარეთში მოქმედებს მსუსუ-ს კურსდამთავრებულთა ასოციაცია.

ვიეტნამის კლუბი 2005 წელს ჩამოყალიბდა ნგუენ ტიი დიკის ინიციატივით ხოლო 2010 წელს  ანა გაბდიევასა და ნგუენ ვიეტ ლინას  ძალისხმევით მოხდა კლუბის რეორგანიზცია, ჩვენ  ორგანიზებას ვუკეთებთ ვიეტნამის კულტურის დღეებს, ვზეიმობთ ვიეტნამურ ახალ წელს ვაწყობთ ფურშეტებს , ვიეტნამური სუვენირების გამოფენას ასევე ფოტოგამოფენებს ვიეტნამის შესახებ, იმედი გვაქვს რომ, ჩვენი შემოქმედებით ხალი უფრო მეტს გაიგებს ვიეტნამის შესახებ.

2009 წლის შემოდგომაზე ბერძენმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ბერძნული კლუბი. მთავარი მიზანი_ კულტურათაშორისო დიალოგის განვითარება, საბერძნეთის წარმოჩენა რუსეთში სა უნივერსიტეტში. ჩვენი მიღწევაა  ბერძენ მსხვერპლთა მემორიალის აგება რომლებიც შეეწირნენ  რეპრესიებს ქ. მაგადანში.ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ სათვისტომოს ღონისძიებებში როგორებიცაა  საერთაშორისო სამზარეულოს დღე, მინი ფეხბურთში  ნეგობრობის თასი.

ქართული კლუბი 2004 წელს დაარსდა ირაკლი მეზურნიშვილის ხელმძღვანელობით, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ათეულობით ღონისძიება ჩავატარეთ. მათ შორის  მრგვალი მაგიდა  , კონფერენციები, საქველმოქმედო აქციები, ცვენი ღონისძიებების მთავარი პრინციპია აქტუალურობა, ჩვენ ასევე ვცდილობთ გავაცნოთ ჩვენს მეგობრებს  საქართველოს ისტორია, კულტურა და ტრადიციები.ქართველ კურსდამთავრებულებს შორისაა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, X5 Retail Group ის დირექტორი იური კობალაძე , ჟურნალისტი მელორ სტურუა.

კორეის კლუბი 1991 წელს შეიქმნა . კლუბი ისეთ საქმიქნობას ეწევა  რომელიც დაკავშირებულია კორეელი სტუდენტების სწავლასთან და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებასთან მსუსუ-ში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი სტუდენტებისთვის და უნივერსიტეტის განვითარებისთვის. აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ სათვისტომოს საბჭოს მუშაობაში, საერთაშორისო სამზარეულოს დღეებში ნაციონალურ კონცერტებში, სტუდენტურ ოლიმპიადებში.

ჩინეთის სათვისტომო 2006 წელს გაჩნდა ლიუ ცზინ ხენუს  წყალობით,როგორც ჩინელი სტუდენტების დახმარებისთვის ასევე რუსი ჩინეთმცოდნეთათვის(სინოლოგებისთვის) , ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით  მსუსუ-ს  უცხოელსტუდენტთა   პირველ ოლიმპიურ თამაშებში. რომელიც მიძღვნილი იყო 2008 წლის პეკინის  ოლიმპიურ თამაშებისადმი.

1999 წელს შექმნილი ყაზახი სტუდენტების კლუბი ერთ ერთი უმსხვილესია მსუსუ-ს ნაციონალურ თანასაზოგადოებაში, იგი აერთიანებს 100 მეტ სტუდენტს, გაზაფხულზე და შემოდგომაზე ჩვენ  ტრადიციულად მაწყობთ პიკნიკს, ხოლო მარტში ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის  და უზბეკეთის   სტუდენტებთან ერთად  აღვნიშნავთ ნოვრუზობას ( ახალ წელს). ჩვენ ვურთიერთობთ სხვადასხვა უნივერსიტეტის ყაზახ სტუდენტებთან , ვთამაშობთ ფეხბურთს. ჭადრაკს და ვეჯიბრებით ნაციონალურ ყაზახურ ჭიდაობაში. ჩვენი ქვეყნის ცნობილი კურსდამთავრებულები არიან საგარეო საქმეთა მინისტრი კასიმ ჟომარტ ტოკაევი, ნაციონალური ბანკის თავმჯდომარე გრიგორი მარჩენკო, პოლიტიკოსი განი კასიმოვი.

რუსეთის ხალხების კულტურის კლუბი ჩამოყალიბდა 2008 წელს , რომელიც აერთიანებს ბურიატიის, კალმიკიის, სათათრეთის, ოსეთის, ჩუვაშიის და ურდმურტის კლუბებს. იგი  მუდმივობის  საფუძველზე იღებს მონაწილეობას სათვისტომოს ღონისძიებებში. ისეთებში როგორიცაა საერთაშორისო სამზარეულოს დღე, ნაციონალური კონცერტი ასევე ორგანიზებას უკეთებს ყოველწლიურ ფესტივალს „მრავალეროვანი რუსეთი“. ატარებს მეცნიერულ და კულტურულ ღონისძიებებს.

ყირგიზეთის კლუბი 2006 წლის მაისში შეიქმნა, მიზანი-  სხვადასხვა ქვეყვის სტუდენტთა  გაერთიანება. ყოველწლიურად ვიღებთ მონაწილეობას ნოვრუზობაში , ვაცნობთ კირიზეთის კულტურას , ტრადიციებსა და ნაციონალურ თავისებურებებს უნივერსიტეტის სტუდენტებს.  სექტემბერში კლუბი იღებს ახალ სტუდენტებს, რის შემდეგაც ეხმარება მათ საერთო საცხოვრებელში ოთახის გამოყოფაზე, ქალაქისა და უნივერსიტეტის ორიენტირებაში. მუდმივი საფუძვლზე ვთანამშრომლობთ ჟაშ ტოლკუნის, არ- ნამის და მეგობრობის ფონდთან.

ლატვიის სათვისტომო წარმოიქმნა ევროპულ სათვისტომოთა სამიტის მიმდინარეობისას, რომელიც ჩატარდა 2008 წლის 7 ნოემბერს, ჩვენ მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას სათვისტომოს საბჭოში, და ასევე ვატარებთ ჩვენს საკუთარ ღონისძიებება, მაგალითად, ლატვიის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენი ბიჭები აქტიურად თამაშობენ კალათბურთს თავიანთ გუნდში. მსუსუ-ს კურსდამთავრებულთა შორისაა ეგორ ნაზაროვი, „ლატვიას გაზის“ აქციონერთა საბჭოს წევრი, და პეტერს კრიშიანის ყოფილი ყწყების მინისტრი და რუსეთ ლატვიის სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარე.

საფრანგეთის მეგობართა კლუბი 2008 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბდა. მიშელ ბესონის, მიშელ ფორჟეს და გეორგი ხალიულინის აქტიურობით.  ჩვენ ვიღწვით ყველა ფრანგის გაერთიანებას ვინც სწავლობს მსუსუ-ში ან იმყიფება სტჟირებაზე, ასევე ვთანამშრომლობთ  ა. დიუმას სახელობის ფრანგულ ლიცეუმთან. საფრანგეთში მოქმედებშ მსუსუ-ს კურსდამთავრებულთა ასოციაცია.

საბჭოეთის დანგრევის 20 წლის შემდეგ , გერმანელმა სტუდენტებმა გადაწყვიტეს განეახლებინათ გერმანული ორგანიზაცია, 2008 წელს შეიქმნა გერმანელი სტუდენტების საზოგადოება რომლის თავმჯდობარემ იური კოფნერმა დიდი წვლილი შეიტანა სათვისტომოს განვითარებაში. ჩვენი ორგანიზაცია აერთიანებს არა მარტო სტუდენტებს არამედ ყველას, ვისაც აინტერესებს გერმანიის  კულტურა ისტორია ენა და პოლიტიკა.

ჩვენი თანამემამულეებიდან მსუსუ დაამთავრა ცნობილმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა, მათ შორის მიხაელ ხარმსამ-რუსეთ გერმანიის სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ.

პოლონეთის კლუბმა თავის მუშაობა 2008 წელს დაიწყო.ჩვენი არსებობის განმავლობაში ვაწყობდით მრგვალ მაგიდებს, ფილმების ჩვენებებს, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებს, მივიღეთ მონაწილეობა ევროპელი სათვისტომოების სამიტში, კონფერენციაში“სმოლენსკი-გროდნო-მინსკი-ბელოსტოკი“

ასევე კატინის ტრაგედიის  მემორიალურ ღონისძიებაში. პოლონეთში მოქმედებს მსუსუ-ს კურსდამთავრებულთა ასოციაცია. ხოლო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 300 დან 400 კაცამდე უნივერსიტეტის კურსდამარებულები მუშაობენ, მათ შორის პიოტრ სვიტალსკი (2005 წლიდან პოლონეტის მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში)

სერბეთის წარმომადგენლობა დაფუძნდა 2008 წელს დუშიცა ჯურიჩის მიერ. ჩვენ ვმონაწილეობთ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში, და ვცდილობთ გადავცეთ ჩვენი ქვეყნის სიყვარული, ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ სერბიის საელჩოსთან რუსეთში.

სლოვაკეთის კლუბმა აქტიური მუშაობა 2007-2008 წლებში დაიწყო. ჩვენი მეგობრები ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების დროს ხშირად ჩამოდიან სლოვაკეთში. ჩვენ მათ ექსკურსიებძე ვატარებთ, მსუსუ-ს საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ვცდილობთ აქტიური მონაწილეობა მოვიღოთ. სლოვაკეთში და ჩეხეთში(კლუბი „პრაღა“)  მოქმედებს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ასოციაცია. ყველაზე ცნობილი კურსდამთავრებულები არიან  სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი და იან კუბიში.

ავღანეთის სტუდენტთა გაერთიანება 2009 წელს შეიქმნა. სოხრაბ გაირატისა დაფარიდ ხოგიანის მიერ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის და კულტურის  შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს. ჩვენ ხშირად ვურთიერთობთ, ვაწყობთ მრგვალ მაგიდას, ვატარებთ კონცერტებს , დაკავებულები ვართ სპორტით და წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას სათვისტომოს საერთო კრებებზე.

ისრაელის სტუდენტთა (ებრაელთა კლუბი) 2008 წლის 14 აპრილს ჩამოყალიბდა დავიდ პელეგის მიერ. ებრაელთა კლუბი აღიარებული იყო როგორც ყველაზე აქტიური ნაციონალური საზოგადოება 2009-2010 წლების განმავლობაში. კლუბის შეხვედრებზე მოწვეული იყვნენ ისეთი სტუმრები, როგორებიც არიან ისრაელის ელჩი რუსეთსი ანნა აზარი და დორიტ გოლენდერი. რუსეთის მთავარი რაბინი ბერლ ლაზარი,  რუსეთის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი ევგენი სატანოვსკი,ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ ხანუკის, პურინს, პესახის და სხვა ებრაულ დღესასწაულებს და ამით ვაერთიანებთ 11 ზე მეტი ქვეყნის სტუდენტებს.

ოლდობას სტუდენტთა გაერთიანება აქტიურად თანამშრომლობს მოლდოვასა და რუსეთის საელჩოებთან, ჩვენ ვართ ინიციატორები მსუსუ-ში ყოველწლიური სნგ-ს  კვირეულისა, ასევე ვატარებთ მოლდოვას კულტურის დღეებს და ვატარებთ დებატებს აქტუაკურ პოიტიკურ თემებზე. დღევანდელ დღეს  უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის შეგვიძლია დავასახელოდ ი.ლიანკე, რომელსაც ეკავა ვიცე პრემიერ მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.

 მონგოლეთის სტუდენტთა გაერთიანებას დიდი ისტორია აქვს, რადგამ მონგოლი სტუდენტები იყვნენპირველი უცხოელები მსუსუ-ში. და 1946 წლიდან აგრძელებე ჩამოსვლას, რათა  მიიღონ კვალიფიციურო განათლება. ჩვენი სათვისტომო ეხმარება ჩვენს სტუდენტებს, იმეგობრონ და ითანამშრომლონ  სხვა სტუდენტებთან , მონგოლი სტუდენტები ხშირად თამაშობენ კალათბურთს და ფეხბურთს. მონღოლეთში მოქმედენს მსუსუ-ს კურსდამთავრებულთა ასოციაცია. ყველაზე ცნობილი კურსდამთავრებულია მონგოლეთის პრემიერ მინისტრი სუხბატარ ბატბოლდი, განათლების მინისტრი იონდონ ოტგონბაიარი  და ენერგეტიკის მინისტრი დ. ზორინგი.

ტაჯიკეთის სათვისტომო აერთიანებს ტაჯიკებს , ტაჯიკეთის ყველა კუთხიდან, რომლებიც ცდილობენ მიიღონ მონაწილეობა ყველა ღონისძიებაში , რომლებიც ტარდება ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში. ჩვენ გვყავს ძლუერი სპორტული გუნდი, რომელიც  უნივერსიტეტის პირველ სამეულში შედის

 თურქეთის საზოგადოება მელისა მურატის ძალისხმევით შეიქმნა და გაიხსნა 2010 წლის 20 დეკემბერს თურქეთის სრულუფლებიანი ელჩის  აიდინ ალდან სეზგინის თანდასწრებით. მისი ზირითადი ამოცანაა რუსეთ თურქეთის ურთიერთობების დამყარება, მათ შორის სტუდენტურდონეზე. აქტივისტები მონაწილეობას იღებნენ რეჯებ ტაიპ ერდოღნის ვიზიტის დროს მსუსუ-ში. ჩვენ ვცდილობთ წარჩინებით წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა- თურქეთის რესპუბლიკა.

უზბეკური კლუბი 2006 წელს ჩამოაყალიბა მარდონ ანვარმა , მისი ძალისხმევა მიმართული იყო უზბეკების მეგობრობის  განვითარებაზე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. სათვისტომოს საბჭოს მხარდაჭერით ისინი აწყობენ კულტურულ სპორტულ  და  მეცნიერულ ღონისძიებებს, უნივერსიტეტის  ერთ ერთი ყველაზე ცნობილი  კურსდამთავრებულია რუსი მილიარდელრი ალისერ უსმანოვი. ასევეუზბეკეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი ულუკბეკ ხასანოვი.

უკრაინის სათვისტომო 2008 წელს შეიქმნა სტანისლავ გროშოვის , სტანისლავ შიკალოვის და ელდარ ნადირაშვილის ინიციატივით, ჩვენს სათვისტომოში სედიან როგორც უკრაინელები ასევე ისისნი, ვისაც უკრაინული ფესვები აქვს და აინტერესებს უკრაინის კულტურა, ენა. ჩვენ ვამაყობთ რომ  შევდივართ სათვისტომოს საბჭიში და შეგვიძლია წარმოვადგინოთ  ჩვენი ქვეყანა საუკეთესო კუთხით.ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მსუსუ-ს კურსდამთაავრებულია.

ხორვატიის კლუბი 2010 წელს შეიქმნა მარკო პუხარიჩის ინიციატივით, მისი ოფიციალური გახსნის დროს 2010 წლის 28 აპრილს ასევე ესწრებოდა ხორვატიის ელჩი რუსეთში ნებოიშა კოხაროვიჩი. ჩვენ ვცდილობთ შევიკრიბოთ ყოველ კვირას კაფეში  ან უნივერსიტეტში რათა  განვიხილოთ პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები. ასევე სიახლეები ჩვენი ქვეყნიდან. ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი გავაკეთოთ რუსეთ ხორვატიის ურთიერთობების განვითარებაში, რადგან მიგვაჩნია რომ თვითოეული ჩვენთაგანი თავისი ქვეყნის ელჩია!

ჩეხეთის კლუბი დაარსდა ევა პროკოპოვასა და შარკი  პრჟიბილობის  ძლისხმევით 2008 წელს.ახლა ჩვენ არც თუ ისე ბევრნი ვართ, თუმცა საბჭოთა წლების დროს  ათეულობით ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი სწავლობდა მსუსუ-ში. სათვისტომო გვაძლევს საშუალებას წარმოვაჩინოთ სტუდენტთა ინტერესები უნივერსიტეტში.მოსკოვში ჩეხებისათვის სამოთხის კუთხეა  ჩეხეთის სახლი რომელის საელჩოსთან არსებულია.აქ შეუძლია ნებისმიერს დაისვენოს. ცვენი ქვეყნის ცნიბილი კურსდამთავრებულები არიან  ევროპის საბჭოს კომისარი შტეფან ფიულე,და საგარეო საქმეთა მინისტრი იან კოგოუტი, ჩეხეთში მოქმედებს მსუსუ-ს კურსდამთავრებულთა ასოციაცია.

ესტონეთი კლუბის გახსნა 2010 წლის 16 ნოემბერს მოხდა,  რუსეთში ესტონეთის სრულუფლებიანი ელჩის სიმუ ტიიკას მონაწილეობით.ესტონეთის კლუბი ატარებს კინოჩვენებეს, აწყობს შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან და პროპაგანდას უწევს ესტონეთიკ კუტურას და ეკონომიკას.

ბარენცის ევრო-არქტიკული გაერთიანება 2010 წლის ბოლოს  გაჩნდა მარია შაპორევას ძალისხმევით. რომელმაც გადაწყვიტა გაეერთიანებინა ის სტუდენტები, რომლებიც წარმომავლობით იყვნენ ბარენცის რეგიონიდან. კლუბში გაწევრიანებულნი არიან ის ადამიანები, ვისაც აინტერესებს რუსეთის ჩრდილო რეგიონების ისტორია, კულტულა და პოლიტიკა.ასევე კლუბში არიან ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთის და სხვა ჩდილოეთის ქვეყნების წარმომადგენლები>