მსუსუ–ს რექტორი

ანატოლი ვასილის ძე ტორკუნოვი

1992 წლიდან არის მსუსუ–ს რექტორი
არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
დაიბადა 1950 წლის 26 აგვისტოს მოსკოვში.
1972 წელს დაამთავრა მსუსუ–ს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
1972 წლიდან იგი სწავლობდა მსუსუ–ს ასპირანტურაში აზიისა და აფრიკის ისტორიისა და კულტურის კათედრაზე
1974 წელს დაინიშნა მსუსუ–ს რექტორის ასისტენტად
1977 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ისტორიაში
1977-1983 წლებში მას ეკავა უფროსი მასწავლებლის , აზიისა და აფრიკის ისტორიისა და კულტურის დოცენტის, უცხოელ სტუდენტებთან მუშაობის  დეკანის, საერთაშორისო ურთიერთობების პრორექტორის თანამდებობები
1979 წელს ა. ვ. ტორკუნოვს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება.

1983-1986 წლებში იმყოფებოდა დიპლომატიურ სამსახურში - საბჭოთა საელჩოს მეორე, შემდგომ კი პირველი მდივანი ვაშინგტონში.
1986 წელს არჩეულ იქნა მსუსუ–ს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანად
1989 წელს დაინიშნა მსუსუ–ს პირველ ვიცე–რექტორად.
1991 წელს ა. ვ. ტორკუნოვს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება
1992 წელს ინსტიტუტის კოლექტივის საერთო კრებაზე არჩეულ იქნა მსუსუ–ს რექტორად. ხელმეორედ გადარჩეულ იქნა ამ თანამდებობაზე 1997, 2002 და 2007 წლებში
1993 წელს ა. ვ. ტორკუნოვს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
1994 წლიდან არის რუსეთის ფედერაციის სასწავლო და მეთოდური ასოციაციის (УМО) თავმჯდომარე საერთაშორისო ურთიერთობების უმაღლესი განათლების სფეროში
1995 წელს დაიცვა დისერტაცია პოლიტიკური მეცნიერების დოქტორის ხარისხის მოსაპოვლებად

1997 წლიდან არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი
1999 წლიდან არის რუსეთის საერთაშორისო კვლევების ასოციაციის (RISA) პრეზიდენტი
2003 წელს არჩეულ იქნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად
2006 წელს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების საბჭოს პრეზიდიუმის  წევრად.
2007 წლიდან ის არის პოლონურ– რუსული პრობლემების შემსწავლელი ჯგუფის თანათავმჯდომარე.
2008 წლის მაისს იგი არჩეულ იქნა RAS აკადემიკოსად.
2008 წლიდან იგი არის სამეცნიერო ჟურნალის "მსუსუ-ს მოამბე"-ს მთავარი რედაქტორი
2010 წლის ოქტომბრიდან არის გლობალური პრობლემებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მდივან–აკადემიკოსის მოადგილე
ა. ვ. ტორკუნოვი ასევე არის რუსეთისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლობის ასოციაციის თავმჯდომარე, რუსეთის უშიშროების საბჭოსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს წევრი, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი

ა. ვ. ტორკუნოვი არის რამდენიმე უცხოური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, შედის შემდეგი ჟურნალების სარედაქციო კოლეგიებისა  და საკრებულოს შემადგენლობაში: "მსოფლიო ეკონომიკა და საერთაშორისო ურთიერთობები", "საერთაშორისო ცხოვრება", "რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში", "სამართალი და მმართველობა ", "მოსკოვის სამართლის საერთაშორისო ჟურნალი".
ის დაჯილდოვებულია მეგობრობის ორდენით, საპატიო ორდენით, III და IV ხარისხის ორდენებით " მამულის წინაშე დამსახურებისათვის», II და III ხარისხის წმინდა სერგოს ორდენით. ფლობს საფრანგეთის, პოლონეთის, კორეის რესპუბლიკის, მონღოლეთის, ბულგარეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ბელორუსიის სახელმწიფო ჯილდოებს, მათ შორის: პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ვარსკვლავის ორდენის კავალერი (პოლონეთი, 2010 წლის 4 ოქტომბერი), საშუალო ჯვრის ორდენი (უნგრეთი, 2010 წლის მაისი), II ხარისხის მეგობრობის ორდენი (ყაზახეთი, 2006), აკადემიური პალმების ორდენის ოფიცერი (საფრანგეთი, 2005).