მსუსუ–ს საერთაშორისო ურთიერთობები

ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობები, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განვითარება წარმოადგენს მსუსუ–ს საერთაშორისო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტს. დღემდე მსუსუ ფლობს 160–ზე მეტ სხვადასხვა შეთანხმებას უცხოელ პარტნიორებთან (57 ქვეყნის უნივერსიტეტებთან, დიპლომატიურ აკადემიებთან, ინსტიტუტებთან, სკოლებთან, სამეცნიერო და კვლევით ცენტრებთან ) თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმის შესახებ. უნივერსიტეტი ცდილობს, განავითაროს ორმაგი საგანმანათლებლო პროგრამები (ძირითადად საბაკალავრო და სამაგისტრო), რაც მნიშვნელოვანია ბოლონიის პროცესსა და უმაღლესი განათლების ატესტაციისა და აკრედიტაციის სისტემაში ინტეგრაციისათვის.                                     

ჩვენი პარტნიორები არიან საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრები: ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების უნივერსიტეტი, სარრეის უნივერსიტეტი, პარიზის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტი, კომერციის უმაღლესი სკოლა და ევროპის ბიზნეს სკოლა, რობერტ შუმანის უნივერსიტეტი, სორბონის უნივერსიტეტები, ნიუ–იორკის, ბერკლის, სტენფორდის და ბრაუნის უნივერსიტეტები,  ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტუბინგენის უნივერსიტეტი, ერფურტის უნივერსიტეტი, დრეზდენის უნივერსიტეტი, უფსალას უნივერსიტეტი, ბერგენის უნივერსიტეტი, რომის, გენოის, ტრიესტის, მადრიდის, როტერდამის, ბრიუსელის, ტოკიოს, შიცუოკის, პეკინის, შანხაის, თეირანის, დამასკოს, სეულის, თელ–ავივის, პრეტორიას, სტამბულის, კაიროს, მეხიკოს და მსოფლიოს სხვა ქალაქების ინსტიტუტები.

მსუსუ არის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი:

–პოლიტიკური კვლევების ევროპული კონსორციუმი (ECPR);

–საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიონალური სკოლების ასოციაცია (APSIA);

– საერთაშორისო კვლევების ასოციაცია (Isa);

–ევროპული უნივერსიტეტების კონსორციუმი (ECU);

–ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების კვლევის საერთაშორისო ფედერაცია (FIEALC);

–განვითარებისა და განათლების მხარდაჭერის საბჭო (CASE).

მსუსუ–ში ევროპის საბჭოს სპეციალური გადაწყვეტილების შესაბამისად შეიქმნა და წარმატებით მიმდინარეობს ევროპის საბჭოს დოკუმენტაციის ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ევროპის საბჭოს დოკუმენტებით უზრუნველყოფას.

მსუსუ–ს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს უცხოელ პარტნიორებთან საერთაშორისო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები. მსუსუ ფლობს მოქმედ შეთანხმებას საგანმანათლებლო გაცვლაზე ჰუმბოლდტის უნივერსიტეტთან, ტუბინგენის უნივერსიტეტთან, ერფურტის უნივერსიტეტთან, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტთან, მადრიდის "Complutense" უნივერსიტეტთან, მადრიდის საერთაშორისო საზოგადოების  კვლევების უნივერსიტეტთან, ტრიესტის უნივერსიტეტთან, ფლორენციის უნივერსიტეთან, მესინის უნივერსიტეტთან (იტალია), ბერგენის უნივერსიტეტთან (ნორვეგია), საგარეო ურთიერთობათა და საერთაშორისო ვაჭრობის უნივერსიტეტთან (ჩინეთი), ცინხუას ეროვნულ უნივერსიტეტთან (ტაივანი), იორდანიის დიპლომატიის ინსტიტუტთან, მონტერეის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (მექსიკა), დევიდსონ–კოლეჯთან (ამერიკა), ტამპერეს უნივერსიტეტთან (ფინეთი),პარიზის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტთან, კომერციის უმაღლეს სკოლასთან და რობერტ შუმანის უნივერსიტეტთან (საფრანგეთი), საერთაშორისო ქრისტიანულ უნივერსიტეტთან და სიძუაკას უნივერსიტეტთან (იაპონია),ვარშავასა და გდანსკის უნივერსიტეტთან (პოლონეთი), ვილნიუსის უნივერსიტეტთან (ლიტვა), ჰანკუკის და კიონგხის უნივერსიტეტებთან (კორეის რესპუბლიკა), დამასკოს უნივერსიტეტთან (სირია),პრეტორიის უნივერსიტეტთან (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ) და სხვებთან.

სტუდენტური გაცვლითი პროგრამები ქმნიან შესაძლებლობებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის, დიპლომატიის, პოლიტიკური მეცნიერების, ეკონომიკის, სამართლისა და უცხო ენების სფეროებში პროფესიული უნარების გასაძლიერებლად. სტუდენტური გაცვლითი სტატისტიკა აჩვენებს ამ მიმართულების აქტიურობის მასშტაბს: ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მსუსუ–ს 500–ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 30–ზე მეტი ქვეყნის პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაცვლით პროგრამებში.