მსუსუ–ს ისტორია

მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი დაარსდა 1944 წლის 14 ოქტომბერს, როდესაც სსრკ სახალხო კომისართა  საბჭომ შეცვალა ახლად შექმნილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა  დამოუკიდებელი საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტით (IMO). მისი პირველი სტუდენტები იყვნენ 200 ვეტერანი, რომელმაც გამოიარა მეორე მსოფლიო ომის მკაცრი გამოცდა და დაადგა საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობის გზას.

მსუსუ თავიდანვე მოწოდებული იყო გაძხდარიყო უნიკალური სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. ის სწრაფად გახდა რუსეთის დიპლომატთა მომზადების  

 წამყვანი დაწესებულება, ხოლო მსუსუ–ს აკადემიკოსებმა დიდი წვლილი შეიტანეს  საერთაშორისო ურთიერთობების, რეგიონთმცოდნეობის, საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების შესწავლაში. მსუსუ–ს დაარსების მომენტიდან მის კათედრებზე მუშაობდნენ ნიჭიერი მეცნიერები. აქ ჩამოყალიბდა სამეცნიერო სკოლები, რომლებიც აგრძელებენ რუსეთისა და მსოფლიო სამეცნიერო სფეროების დამფუძნებლების ტრადიციებს. მრავალი წლის მანძილზე აქ შრომობდნენ აკადემიკოსები: ე. ვ. ტარლე, ლ. ნ. ივანოვი, ვ. გ. ტრუხანოვსკი, ს. ლ. ტიხვინსკი, ნ. ნ. ინოზემცევი, ი. პ. ფრანცევი და სხვები.

პირველი წლების განმავლობაში მსუსუ–ში არსებობდა 3 ფაკულტეტი: საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის. 1946 წელს მსუსუ–ში დაიწყეს სწავლა უცხოელმა სტუდენტებმა. მას  შემდეგ მსუსუ–ს კურსდამთავრებულთა შორის არიან წამყვანი ბიზნესმენები, ბევრი ქვეყნის დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა, მათ შორის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ–მინისტრი და პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი .

1954 წელს მსუსუ–ში გაიხსნა აღმოსავლეთის განყოფილება. ეს მოხდა რუსეთის ერთ–ერთ უძველეს უნივერსიტეტთან – მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტთან (დაარსებული 1815 წელს, ლაზარევის სასწავლებლის მემკვიდრე,) გაერთიანების შედეგად. მსუსუ–ს ერგო ლაზარევის სახელობის ცნობილი ბიბლიოთეკაც, რომელსაც მოსკოვში არ ჰყავდა ტოლი აღმოსავლეთმცოდნეობის შემსწავლელი ლიტერატურის მრავალფეროვნებაში.

1958 წელს მსუსუ–ს შეუერთდა სსრკ საგარეო ვაჭრობის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1934 წელს ლენინგრადში, შემდეგ გადატანილ იქნა მოსკოვში. შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა ეკონომიკის ფაკულტეტი, გაიზარდა მისი ორიენტაცია საგარეო ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სპეციალისტების მომზადებაზე. 1969 წელს შეიქმნა საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1991 წელს ინსტიტუტში გაიხსნა საერთაშორისო ბიზნესისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, ხოლო 1998 წელს შეიქმნა პოლიტოლოგიის ფაკულტეტი.

1994 წლიდან ინსტიტუტმა მიიღო უნივერსიტეტის სტატუსი. იმავე წელს რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტს დაევალა სახელმწიფო ორგანოებში მომუშავე  უმაღლესი განათლების მქონე პირთაგან სახელმწიფო მმართველობის სფეროს სპეციალისტების მომზადება. ასეთი მომზადების პროგრამები ხორციელდება უნივერსიტეტის ახალი სტრუქტურული ერთეულით – საერთაშორისო მართვის ინსტიტუტით.

2000 წლის თებერვალში რუსეთის უმსხვილესი ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკული კომპანიების ინიციატივით მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის სტრუქტურაში დაარსდა  ენერგეტიკული პოლიტიკისა და დიპლომატიის საერთაშორისო ინსტიტუტი. ინსტიტუტის შექმნის მიზანი იყო საერთაშორისო ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებისთვის კადრების მომზადება.

2005 წელს მოსკოვის სამიტზე რუსეთის ფედერაცია და ევროკავშირი შეთანხმდნენ ერთობლივ ღონისძიებებზე, მოეხდინათ რუსეთისა და ევროპის სახელმწიფო მოხელეების მომზადების სასწავლო პროგრამების ორგანიზება. 2006 წლის 25 სექტემბერს დაიწყო მუშაობა მსუსუ–თან დაარსებულმა ევროპული მართვის ინსტიტუტმა.

ყოველ წელს მსუსუ ღებულობს ათასზე მეტ სტუდენტს რუსეთის ფედერაციის ყველა კუთხიდან და 60–ზე მეტი ქვეყნიდან. მსუსუ–ს 35 ათასზე მეტი რუსი და უცხოელი კურსდამთავრებული ამაყობს თავისი Alma Mater–ით. მსუსუ–ს კურსდამთავრებულთა ასოციაციის ქვეგანყოფილებები აქტიურად მუშაობენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. 2007 წელს მსუსუ–მ შექმნა რუსეთში პირველი საგანმანათლებლო საქველმოქმედო ფონდი  - მსუსუ–ს განვითარების ფონდი.