ფაქტები მსუსუ-ს შესახებ

სწავლის სფეროები

• საერთაშორისო ურთიერთობები
• ეკონომიკა და კომერცია
• სამართალი
• პოლიტოლოგია
• ჟურნალისტიკა
• მენეჯმენტი და მმართველობა
• ბიზნეს–განათლება
• რეგიონთმცოდნეობა
• სოციოლოგია
• საზოგადოებასთან ურთიერთობა

ფაკულტეტები
საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი
საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი
საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი
პოლიტოლოგიის ფაკულტეტი
საერთაშორისო ბიზნესისა და ბიზნეს–ადმინისტრაციის ფაკულტეტი
გამოყენებითი ეკონომიკისა და კომერციის ფაკულტეტი

ინსტიტუტები
ევროპული სამართლის ინსტიტუტი
საერთაშორისო მართვის ინსტიტუტი
საერთაშორისო ენერგეტიკული პოლიტიკისა და დიპლომატიის ინსტიტუტი
დამატებითი პროფესიული განათლების ინსტიტუტი
მსუსუ–ს ევროპული კვლევის ინსტიტუტი

სამაგისტრო პროგრამები
საზოგადოებასთან ურთიერთობა
საერთაშორისო ბიზნესი
საერთაშორისო ნავთობისა და გაზის ბიზნესი
ადამიანური რესურსების სტრატეგიული მენეჯმენტი
საერთაშორისო ბიზნესი და ბიზნესის ადმინისტრირება სპორტულ ინდუსტრიაში

სასწავლო წლის დასაწყისი:
1 სექტემბერი (უმეტეს სასწავლო პროგრამაზე)

სტუდენტური საზოგადოება:
6.300–ზე მეტი ბიჭი და გოგონა რუსეთის ფედერაციის 62 სუბიექტიდან, ასევე 60 უცხო ქვეყნიდან

აკადემიური პერსონალი:
 150–ზე მეტი პროფესორი და დოქტორი, 300–ზე მეტი ლექტორი და 400–ზე მეტი მეცნიერებათა კანდიდატი, 400–ზე მეტი კვალიფიციური სპეციალისტი და მასწავლებელი, მათ შორის ორი ათეული რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აქტიური წევრი და რუსეთის და საერთაშორისო სხვადასხვა სპეციალიზებული  აკადემიის ნამდვილი კორესპონდენტი და წევრ–კორესპონდენტი, რუსეთის 17 დამსახურებული მეცნიერი.

სასწავლო ჯგუფის საშუალო ზომა:
ენობრივი  ჯგუფები - არა უმეტეს 7 სტუდენტისა
ლექციები ჰუმანიტარულ საგნებში - 60–მდე სტუდენტი

საშუალო სასწავლო დატვირთვა:

10–12 კურსი თითო სემესტრში

ინფრასტრუქტურა:
• ი. გ. ტიულინის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა 700 ათასზე მეტი ტომით რუსულ და 50 უცხო ენაზე, მათ შორის 20 ათასი იშვიათი და ძვირფასი წიგნი, XIII - XX საუკუნის დასაწყისის პუბლიკაციები და დოკუმენტები
• 4 საერთო საცხოვრებელი მოსკოვში, მათ შორის ერთი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე
• სპორტული ცენტრი 25 მეტრის სიგრძის აუზით და 6 საცურაო ბილიკით
• კულტურული ცენტრი
• საკუთარი კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურეობით მსუსუ–ს სტუდენტებს და პროფესიონალურ– პედაგოგიურ შემადგენლობას
• 10 სასადილო და კაფე მთავარ შენობაში და საერთო საცხოვრებლებში
• წიგნის მაღაზიები, აფთიაქი, ყვავილების და საჩუქრების მაღაზია
• მულტიმედია და ინტერნეტ ცენტრები (უფასო Wi-Fi ქსელი  მთავარ შენობაში)
• მრავალრიცხოვანი მულტიმედიური ლაბორატორია და ენის კლასი

მსუსუ ოფიციალურად აღიარებულია "გინესის წიგნის " მიერ, როგორც მსოფლიო რეკორდის მფლობელი უნივერსიტეტი, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის  სახელმწიფო უცხო ენის სწავლება ხდება (53 უცხო ენა  "გინესის წიგნში" განცხადების შეტანის მომენტისთვის).